შს მინისტრი: ჩვენ ვიცავთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას იქამდე, ვიდრე იგი არ სცდება კანონის ჩარჩოებს

ჩვენ ვიცავთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას იქამდე, ვიდრე იგი არ სცდება კანონის ჩარჩოებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სამართალდამცველები კანონის ფარგლებში მოქმედებენ.
„სწორედ კანონის თანახმად ახდენენ სამართლდამცველები რეაგირებას ნებისმიერ კონკრეტულ ფაქტსა და შემთხვევაზე. ჩვენ ვიცავთ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას იქამდე, ვიდრე იგი არ სცდება კანონის ჩარჩოებს. ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვა ადამიანის უფლებები.
დღეისთვის ჩვენი მიდგომა ასეთია: მანიფესტაციების დროს მინიმალური ჩარევის გზით შედეგის მიღწევა. თუმცა, პარალელურად, ახლა ვმუშაობთ სპეციალური ბრძანების პროექტზე, რომელიც განსაზღვრავს ამგვარ შემთხვევებში პოლიციის მოქმედების სტანდარტებს.
ვფიქრობ, ახალი რეგულაციები, რომლებიც ქართული გამოწვევების და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს დაეფუძნება, პასუხს გასცემს ყველა იმ კითხვას, რაც ამ მიმართულებით არსებობს“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები