რატომ დაეცა ლონდონის ბირჟაზე ქართული ბანკების აქციათა ფასი – განმარტებები „თი-ბი-სისა“ და „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებისგან

ფაქტი,   რომ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე   ქართული ბანკების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა,  „კვირას“    „საქართველოს ბანკსა“ და „თი-ბი-სი“ ბანკში დაუდასტურეს. 
თუმცა,  ორივე ბანკის წარმომადგენლებმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ  შემცირების ძირითადი მიზეზი ვალუტის კურსის ვარდნაა, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს აქციის ფასზე.
თავდაპირველად, რამდენიმე დღის წინ,   ლონდონის ბირჟაზე „წარმატებული“ ქართული ბანკების აქციების ღირებულების დაცემის შესახებ ინფორმაცია,   საქართველოს ექსპრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა  მრჩეველმა  ეკონომიკის საკითხებში თემურ ბასილიამ  გაახმაურა.
ამერიკაში მყოფი თემურ ბასილია აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების ღირებულება თითქმის განახევრდა და აქციების ღირებულება 45%-ით დაეცა, ხოლო „საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება – 27%-ით.
ამ საკითხთან დაკავშირებით, „კვირა“   „თი-ბი-სი“  ბანკსა და   „საქართველოს ბანკს“  დაუკავშირდა.   „თი-ბი-სი“  ბანკის ფინანსური  დირექტორი   გიორგი შაგიძე  ლონდონის ბირჟაზე  აქციების ვარდნის მიზეზებს განმარტავს. 12048764_411498205723035_53938932_n
„ თუ შევადარებთ ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თი-ბი-სის“ აქციების განთავსების პერიოდს, ამ პერიოდიდან დღემდე აქციების ფასი შემცირებულია 29.9%-ით.  შემცირების ძირითადი მიზეზი არის ვალუტის კურსის ვარდნა, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს აქციის ფასზე. მნიშვნელოვანი მიზეზია ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები, რამაც საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად იმოქმედა. ბუნებრივია, რომ შემცირებული ეკონომიკური ზრდა ნეგატიურად აისახა საბანკო სექტორის ზრდის პერსპექტივასა და აქტივების ხარისხზე, რაც ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესის საგანია.
მეორე მხრივ, შემცირებულია რეგიონალური ბანკების ფასები და, საზოგადოდ, განვითარებადი ქვეყნების ინდექსები. ამავე პერიოდის განმავლობაში რეგიონალური ბაკნების ფასები შემცირდა დაახლოებით 40%-ით, თურქული ბანკების ფასები – 22%-ით, განვითარებადი ქვეყნების ინდექსი შემცირდა 24 %-ით (MSCI Frontier Emerging Market Index) და 20.6%-ით (MSCI Emerging Market Index). მიუხედავად ფასების ცვლილებისა, ქვეყანა რჩება მიმზიდველი როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე ბიზნესის კეთების კუთხით.  აგრეთვე, ქართული საბანკო სექტორი არის სამაგალითო თავისი პროფესიონალიზმით, გამჭვირვალობით თუ სხვა ფუნდამენტური ფაქტორებით, რაც, დარწმუნებული ვართ, აუცილებლად აისახება აქციის ფასზე“, – განუცხადა „კვირას“ „თი-ბი-სი“  ბანკის ფინანსურმა   დირექტორმა    გიორგი შაგიძემ.
რაც შეეხება  „საქართველოს ბანკს“ ,   „კვირასთან“ საუბრისას განმარტეს, რომ   აქციის ფასი მუდმივად იცვლება და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
„აქციის ფასი მუდმივად იცვლება და, როდესაც აქციის ფასზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი დინამიკა ფიქსირდება ფასზე აქციის ბირჟაზე განთავსების დღიდან, დღემდე. „საქართველოს ბანკის“ აქციის ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე „პრემიუმ ლისტინგში“ განთავსების დღიდან ამ დრომდე 141%-ით გაიზარდა. ამ მომენტისთვის, საქართველოს ბანკის აქცია 18.97 ფუნტი სტერლინგი ღირს და 12 პუნქტით აღემატება აქციის გუშინ დაფიქსირებულ ფასს“, –  განაცხადეს „საქართველოს ბანკში“ .12043579_411498199056369_1207757178_o
ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში  რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ლონდონის ბირჟაზე ორი   ქართული  წარმატებული ბანკის აქციების დაცემა,    ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა რომან გოცირიძე აცხადებს, რომ  არასასიამოვნო ფაქტია ინვესტორებისთვის
„ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. არ არის საგანგაშო. რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო ინვესტორებისათვის, მაგრამ ის გლობალური ტენდენცია განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გატანის სახით, გარკვეულწილად ჩვენზეც აისახა. ბუნებრივია, ლარის დევალვაციამ და ეკონომიკური ზრდის შეფერხებამ ამაზეც იმოქმედა. ის სპეკულაციები, რომ კომერციული ბანკები აშენდნენ და ათასი ბრალდებები რომ არაა სწორი, ამაშიც ჩანს. ბანკებს გაეზარდათ რისკები. შეიზღუდა დაკრედიტების არეალი. არაა მოთხოვნა სესხებზე იმ ზომით, რაც იყო. შიდა დაპირისპირებამ მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან ეროვნული ბანკის წინააღმდეგ გააუარესა ნდობა საფინანსო სექტორისადმი. აღდგება შიგა და გარე ფონი, აქციების ფასებიც აიწევს. 2008 წელს გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო, მაგრამ ნელ- ნელა აღიდგინეს პოზიციები“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას რომან გოცირიძე.12030667_1015587548463738_914498131_n
რომან გოცირიძისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომიკის საკითხებში  ექსპერტს   მიხეილ დუნდუას.     მისი განცხადებით,   ინვესტორები მთელ მსოფლიოში  ინტერსს კარგავენ ისეთ ბანკების მიმართ, რომლებიც ორიენტირებულები არიან საცალო გასესხებაზე. მიხეილ დუნდუას მიაჩნია, რომ  „საქართველოს ბანკმა“  და „თი-ბი-სი“ ბანკმა   დაკრედიტების  სტრუქტურის გაჯანსაღება უნდა დაიწყონ.
„ დღეისათვის,  მთელ მსოფლიოში  ინვესტორები ინტერსს  კარგავენ  ისეთი ბანკების მიმართ, რომლებიც უფრო მეტად ორიენტირებულები არიან  საცალო გასესხებაზე და  ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ეკონომიკის  ისეთ  საკითხს, როგორიცაა  დაკრედიტების  სისტემა.  საქართველოში  ზოგადი ტენდეციაა დამკვიდრებული.  სესხების 70 პროცენტი  ხმარდება ისეთ მიმართულებას, როგორიცაა  საცალო გასესხება, ვაჭრობა, ფინანსური შუამავლობა,  ანუ ეკონომიკურად რეალურ სექტორს ძალიან ნაკლებ ყურადღებას უთმობს  დაბანდების სახით.   ბუნებრივია, ეს, საბოოლო ჯამში, აისახება ბანკების  მიმართ ინტერესზე, რასაც ჩვენ ვხედავთ  „საქართველოს ბანკისა“ და „თი-ბი-სი ბანკის“   დაკავშირებით.
იმისათვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და  ბანკების მიმართ  საინვესტიციო ინტერესი   გაძლიერდეს,   მნიშვნელოვანია,   რომ ამ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს და  დაკრედიტების  სტრუქტურამ გაჯანსაღება  დაიწყოს. ინტერესის კლება,  უკავშირდება მათ მდგომარეობას. როდესაც ინვესტორი ხედავს, თუ რა სისტემით   ახორციელებს,   ეს ორი ბანკი,  დაკრედიტების სტრუქტურას,  მათ მიმართ ინტერსს კარგავს.  თუკი ეს პროცესები გამოსწორდება   და  ეს ორი ბანკი ამ მიმართულებით დაიწყებს გააქტიურებას, ბუნებრივია, ინვესტორთა ინტერსი  შეიცვლება პოზიტიური მიმართულებით“, – აცხადებს ექსპერტი მიხეილ დუნდუა. 12029201_1015587881797038_1224306030_n
შეგახსენებთ, რომ  თემურ ბასილიას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე „წარმატებული“ ქართული ბანკების აქციების ღირებულება მკვეთრად დაეცა.  საქართველოში ბევრი საუბრობს საბანკო სექტორზე, როგორც წარმატებულ სფეროზე; თუმცა, სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გავაკეთებდეთ, ვნახოთ მათი საქმიანობის შედეგები ლონდონის ბირჟაზე. ამის საუკეთესო ინდიკატორია მათი აქციების ღირებულების ცვლილება. როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის ბირჟაზე ორი ქართული ბანკის – საქართველოს ბანკისა და „თი-ბი-სი“ ბანკის აქციებით ვაჭრობა ხდება.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე:12048788_1015585871797239_591966659_n

ა) „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების ღირებულება თითქმის განახევრდა. თუ, 2014 წლის სექტემბერში ამ აქციების ღირებულება 16.5 დოლარი იყო, 2015 წლის 17 სექტემბერს იგი მხოლოდ 9.38 დოლარს შეადგენდა; ანუ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „თი-ბი-სი“ ბანკის აქციების ღირებულება დაეცა 45%-ით.

ბ) „საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება დაეცა 27%-ით. თუ, 2014 წლის 28 ოქტომბერს ამ აქციების ღირებულება 2,568.00 დოლარს შეადგენდა, 2015 წლის 17 სექტემბერს იგი მხოლოდ 1,872.00 დოლარი იყო.
არა მგონია, რომელიმე საღ ჭკუაზე მყოფმა ეკონომისტმა კომპანიის აქციების ღირებულების 45%-იანი ან თუნდაც, 27%-იანი ვარდნა წარმატებად შეაფასოს.

www.londonstockexchange.com

www.londonstockexchange.com

 იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები