ილია გეფერიძე: შანხაის ყოველი ახალი გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ კონტაქტები და გაყიდვები გავზარდოთ

კომპანია „გეფერინი“ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მეხუთედ მონაწილეობს.

როგორც კომპანიის დაფუძნებელი და დირექტორი ილია გეფერიძე აცხადებს, ყოველი ახალი გამოფენა კონტაქტებისა და გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობაა.

„პირველივე წელი ჩვენთვის წარმატებული აღმოჩნდა და დავიწყეთ ჩინურ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა. ყოველი ახალი გამოფენა ჩინეთში გვაძლევს შესაძლებლობას, განვავითაროთ კონტაქტები და გაყიდვები გავზარდოთ,“ – აცხადებს გეფერიძე.

შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს პავილიონში 40-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. წელს საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
გამოფენაზე საქართველო 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი. ესენია: ეროვნული პავილიონი, საკვები და სასმელი პროდუქციის ზონა, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების განყოფილება. ქართველ ექსპორტიორებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის ასეულობით ათას სტუმარს წარუდგინონ საკუთარი პროდუქცია და ახალი ბიზნეს კონტაქტები დაამყარონ. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000 ვიზიტორი სტუმრობს.
გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უწევს ორგანიზებას. სააგენტოს პარტნიორები არიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ღვინის ეროვნული სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები