ქადაგიშვილი – ოპოზიციონერი ლიდერების სამართლებრივ დევნაზე: რაც პროკურორმა განაცხადა, ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამის მომსწრე იყო მთელი საზოგადოება

“ის, რაც პროკურორმა განაცხადა ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდებოდა და ამის მომსწრე იყო მთელი საზოგადოება”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

კერძოდ, ის ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გამოეხმაურა.

“ამის იქით რა მტკიცებულებები გააჩნია პროკურატურას, როგორი იქნება გამოძიება და სასამართლო პროცესი, ეს უკვე ჩემს კომპეტენციას სცილდება და ეს მთლიანად გამოძიებისა და სასამართლოს საქმეა,” – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები