„ყოველი ნივთი ჩემი სულის ნაწილია…“

„პროფესიით ფიზიკოსი ვარ. ოჯახში ტექნიკური მეცნიერებების მიმართ დიდი სიყვარული გვქონდა და თავის დროზე, ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლოს იყო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ფიზიკის ინსტიტუტშიც ვმუშაობდი, მაგრამ 90-იანი წლების ქაოსის დროს მომიწია თავის დანებება. სამწუხაროდ, ეს სფერო ახლაც უყურადღებოდ არის…“ – სამკაულების დიზაინერი თამუნა ლეჟავა.
– სამკაულებზე მუშაობა როგორ დაიწყეთ?
10801495_928960467153006_8854849695382114519_n

– დაახლოებით ათი წლის წინ ქვეყანაში რომ დეპრესიული ფონი იყო, ყველა თავისებურად ცდილობდა სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლას, აღმოჩნდა, რომ სახლში, ბებიის მიერ ჩემთვის გასართობად ნაყიდი ძალიან ბევრი ბისერი მქონდა. ჩემთვის, ნელ-ნელა დავიწყე სამკაულების კეთება.
ჩემმა დმა, რომელიც დიდი ხანია დიზაინერია და უკვე 20 წელზე მეტია ამერიკაში ცხოვრობს, ერთ-ერთი ნამუშევარი ნახა და მითხრა, – ძალიან კარგი ხედვა გაქვს და პერსპექტიული ხარ. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე კი 2003 წლის ბისერების სქელტანიანი კატალოგი ჩამომიტანა, რომელსაც ცნობილი გამომცემლობა „ლარქ ბუქი“ გამოსცემს და, რომელიც მთელი მსოფლიოდან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. სერიას ჰქვია „500“ და ყოველწლირად იბეჭდება მსოფლიოს არტისტების ან 500 ვერცხლის ბეჭედი, ან 500 სამაჯური, 500 ბისერის ყელსაბამი…12043121_928960460486340_5792001354336523675_n
ეს კატალოგი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო, რადგან ჩვენ მიჩვეულნი ვიყავით, რომ ბისერი არის ერთ სიგრძეზე მრგვალად აწყობილი მძივი და მორჩა. მე ვნახე, რომ ხალხი ბისერებისგან არქიტექტურულ შედევრებს ქმნის და მართლა სასწაულებს ახდენენ. ამ კატალოგმა ძალიან გამიტაცა, ორი კვირის განმავლობაში ემოციებით სავსე ვიყავი. ამ კატალოგის საშუალებით მივხვდი, ვინ არიან ყველაზე დაფასებული არსტისტები. მივხვდი, რომ მეც შემიძლია მსგავსი რაღაცის გაკეთება და უკვე სერიოზულად გამიტაცა ამ საქმემ, რომელიც იდეა ფიქსად იქცა.
– გამოფენები, ფესტივალები, კონკურსები…12049173_928960470486339_3162387691986695303_n
– 2007, 2009, 2010 წლებში პერსონალური გამოფენები მქონდა გალერეა „ბაიაში“, შარდენის ქუჩაზე; 2009 წელს – ვმონაწილეობდი მოსკოვის „ბისერ-ფესტში“; 2011 წელს სამკაულებით გავაფორმე ANOUKI BICHOLLA-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექცია; თბილისის მოდის კვირეულები (2011-20112); ტალინის „მოდის კვირეული – 2012“; 2012 წელს უკრაინულმა ჟურნალმა FASHION-მა ერთ-ერთი ნომრის ყდაზე განათავსა ჩემი ნამუშევარი;
ასევე, 2012 წელს შეერთებულ შტატებში გამოცემულ კატალოგში SHOWCASE 500 BEADED JEWELRY შევიდა ჩემი 4 ყელსაბამი, მე კი მსოფლიოს 25 საუკეთესო დიზაინერს შორის მოვხვდი BEAD JEWELRY კატეგორიაში, ხოლო ყელსაბამი 1001 NIGHTS-ის ავტორებმა მთელს კატალოგში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნიეს, რაც მითითებულია კატალოგის ანოტაციაში.
2013 წელს საერთაშორისო კონკურსზე – Bead Dreams (აშშ) ჩემი ყელსაბამი Diamonds are a Girl’s Best Friend ფინალისტი გახდა 15 საუკეთესოს შორის;12049426_928960463819673_2179952969753613761_n
ასევე, 2013-ში კონკურსზე B.O.T.B’13, რომელსაც კომპანია BEADSMITH-ი ყოველწლიურად ატარებს, ჩემი სამკაული Treasure of Topkapi 194 დიზაინერის 12 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა…
2014-ში ვრცელი სტატია მომზადდა ჩემი შემოქმედების შესახებ იტალიურ ჟურნალ BIJOUX MAGAZINE-ში, ყდაზეც განთავსდა ჩემი სამკაულის ფოტო. წელს კი ასევე ვრცელი სტატია დაიბეჭდა გერმანულ ჟურნალ PERLEN POESIE-ში. ამ ჟურნალისთვის სპეციალურად გაკეთდა ყელსაბამი SECRETS, რომლის ფოტოც ყდაზე დაიბეჭდა და სამკაულის შექმნის შესახებ დაწვრილებითი ანოტაცია-გაკვეთილი, კიდევ სხვა 9 სამკაულთან ერთად, თვით ჟურნალში განთავსდა.
ასევე წელს კონკურსზე Bead Dreams (აშშ) ჩემი ყელსაბამი  SUMMERTIME გახდა ფინალისტი 7 საუკეთესო სამკაულს შორის ნომინაციაში Ms. Maddie’s Fabulous Florals.12039583_928960433819676_503360129414142981_n
გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაძლევს საშუალებას გახდე ცნობადი იმ სფეროსთვის, ვისაც აინტერესებს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ნომინირებული ხარ, კონკურსში 7-15 ფინალისტს შორის ხვდები, ეს უკვე ნიშნავს, რომ შენი სამკაული ძალიან ფასეულია. არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით, არამედ ექსკლუზიურობით, მიდგომით, რომ შენ განსაკუთრებული არტისტი ხარ. ნამუშევრის ფასიც იზრდება და გაყიდვადიც ხდები.
მუდმივად სულ ვმუშაობ. ეს ისეთი სფეროა, რომ არ შეიძლება შეისვენო, მუდმივად ახალი არსტისტები შემოდიან და თუ ახალი, ინოვაციური იდეა არ შემოგაქვს, იძირები და არასაინტერესო ხდები. გარდა ამისა, მე არ მაქვს სერიული ნამუშევრები. შეუძლებელია ასეთი ნივთები სერიულად აწარმოო, რადგან ერთი სამკაული 10 დღიდან თვენახევრამდე პერიოდში იქმნება. სერიულად მათი დამზადება უკვე ფიზიკურად შეუძლებელია. ვინც რეალურად არის ამის დამფასებელი და კლიენტი, მან იცის ეს.
– გამორჩეული ნამუშევარი…
– მაქვს რამდენიმე გამორჩეული ნამუშევარი. უბრალოდ, ვთვლი, რომ ის ეპოქალური ნამუშევარია, ინოვაციურია, განსხვავებულია, კარგად ნაპოვნი იდეაა, სწორად მოწოდებულია, მასალასთან ძალიან თამამი მიდგომაა.
– შთაგონების წყარო…11214133_928960447153008_1536114622182821906_n
– შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ყველაფერი: ადამიანი, რომელიც მოგწონს და ფიქრობ, როგორ სამკაულს გაუკეთებდი, ასევე, ნებისმიერი ეპოქის ლიტერატურული ნაწარმოებები, კარგი ამინდი, განწყობა, მუსიკა. კონკრეტული შთაგონების წყარო არ არსებობს ჩემთვის, იდეები თავსთავად მოდის.
– სამუშაო გარემო…
– ჩემი სახლი, რომელიც ჩემი ციხესიმაგრეა და ყველაზე საუკეთესო ადგილი, სადაც მე მაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ვიმუშაო. სიწყნარე, განწყობისთვის ყველაფერი სასიამოვნო და ზღვა მასალა.
– ყველაზე საინტერესო სამკაული…
– ასე, ცალსახად ვერ გამოვყოფ. ყოველი ნივთი ჩემი სულის ნაწილია. ამ დროს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ არ ვიყო ყალბი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის დამკვეთი, მე ყველასთვის ერთნაირად ვმუშაობ. ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამოსავალი წერტილი. ის უნდა იყოს აბსოლუტურად დახვეწილი.
ერთხელ ტელეკომპანია GDS-ზე ვიყავი მიწვეული. ჩემგან მოშორებით მჯდარ გოგონას სურვილი გაუჩნდა, გაეკეთებინა ჩემი სამკაული. ვერც მიხვდა, რომ უკუღმა გაიკეთა. ნივთის ორივე მხარე იმდენად სუფთად მუშავდება, ძალიან კარგად უნდა დააკვირდე, რომ გაარჩიო. ამ ფაქტმა მომცა გარკვეული იდეა, ორსახოვანი სამკაულები შემექმნა. ეს ფაქტი მიგნებასავით იყო და ძალიან მომეწონა, თუმცა ეგოისტობამ იმძლავრა და ვიფიქრე, ეს რომ გავაკეთო და სოციალურ ქსელში დავდო, გარკვეული დროის შემდეგ, არავის არ ეცოდინება, ვინ არის პირველწყარო-მეთქი. ამ პერიოდში, გერმანიიდან, ბიჟუტერიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჟურნალიდან მომწერეს, სტატიის გასაკეთებლად. ეს იდეა მათ შევთავაზე და ძალიან მოეწონათ. ამის შემდეგ, რამდენიმე ჩემმა კოლეგამ გააკეთა მსგავსი სამკაულები და მიხარია, რომ ეს იდეა ბევრისთვის საინტერესო, მისაღები და მოსაწონი გახდა.
მუშაობთ შეკვეთებზე…12003873_928960427153010_7574662286924372271_n
– დიახ, მაგრამ შეკვეთა არ ნიშნავს, რომ მოვა ადამიანი და მეტყვის, ეს მინდა. მე პირდაპირ ვეუბნები, რომ კოპირებაზე არ ვმუშაობ. ჩემთან რომ მოდის ადამიანი, მან უნდა მითხრას, როგორი ტანსაცმელი აცვია, რადგან შეიძლება ძალიან კარგი სამკაული იყოს და ტანსაცმელს არ მოუხდეს, ან პირიქით. უნდა მითხრას, ფერთა როგორი გამა უნდა. მაგალითად, ნინო სუხიშვილმა მთხოვა, ფორთოხლისფერი და სალათისფერი არ მიყვარს და სამკაულში არ იყოსო. მე უბრალოდ უნდა გავესაუბრო მომხმარებელს, როგორ წარმოუდგენია სამკაული, რა ფორმის, ზომის, რისთვის უნდა და უკვე ვიგებ, რა უნდა მას. ჯერ უკმაყოფილო არავინ დარჩენილა.
– რა მოგიტანათ თქვენმა შემოქმედებამ?12033010_928960437153009_4337339976956926716_n
– ბედნიერება, იმიტომ რომ ყველა ნივთში მთლიანად ვამბობ ჩემს სათქმელს. დიდი ბედნიერებაა დასრულებულ ნამუშევარს რომ ვუყურებ. დიდი სიხარული მოაქვს. ძალიან მერიდება ამის თქმა, მაგრამ მე საქართველოში კონკურენტი არ მყავს. ამ სირთულის ტექნიკით არავინ არ მუშაობს. მუშაობენ ბისერზე, რომელსაც აკეთებენ, ძირითადად, ქარგვის ტექნიკით. ქარგვის ტექნიკა ბევრად ჩამოუვარდება ტექნიკური პარამეტრებით მოწვნის ტექნიკას. ჰაერიდან ვიწყებ, ფორმებს ვაკეთებ და ამ ყველაფრისგან ჯამს ვქმნი. ეს ძალიან რთულია. გარდა ამისა, ქარგვას აქვს ერთი ტექნიკა, მოწვნას 10-15. მერე ქვეტექნიკები მოდის კიდევ უამრავი. არის კიდევ ცალკე უამრავი სქემები.
– პრობლემები და წინააღმდეგობები…
– ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ მედია არ გვეხმარება. არ არის საუბარი ბეჭდურ მედიაზე და ინტერნეტპორტალებზე. თუ გამოფენა არ არის, ტელევიზია საერთოდ, არ ინტერესდება. ძალიან პასიურია კულტურის სამინისტრო. საქართველოს ძალიან კარგი არტისტები ყავს, მაგრამ ძალიან ძნელია ასეთ ტოტალურ გაჭირვებაში, რაც დღეს საქართველოში ხდება, არტისტმა ერთკვირიანი გამოფენა გააკეთოს, რადგან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 12049374_928960450486341_2827646738806663471_nჯგუფური გამოფენები კი უბრალოდ აბსურდია. ერთად იყრის თავს, სხვადასხვა მიმართულება და გამოფენა ბაზრობის სახეს იღებს. ყველაფერი ერთად შეყრილი ინდივიდუალურობის აღქმას კარგავს. მე ვფიქრობ, კულტურის სამინისტროში უნდა გაკეთდეს პროექტი, რომ ქალაქს გადასახადებისგან თავისუფალი, ერთი საგამოფენო დარბაზი მაინც ჰქონდეს. წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რომ შეძლოს შემოქმედმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა. ურთულეს მდგომარეობაში არიან ხელოვანები. მქონია საუბარი პროექტის გაკეთებაზე, მაგრამ იმდენად არის ყველა თავის პრობლემებში ჩართული, ლაპარაკი მხოლოდ სიტყვებად რჩება.
ახლა დამკვიდრდა კიდევ ერთი უცნაური ტენდენცია საქართველოში. რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რომ, ძირითადად, ახალგაზრდა გოგოები ატყუებენ ჟურნალისტებს და ინტერვიუებში სხვა დიზაინერების ფოტოებს დებენ. ამბობენ, რომ ეს უკვე გავყიდე და არ განვმეორდებიო. ამ დროს ეს მისი ნამუშევარი არ არის. ეს პლაგიატიც არ არის. არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, ეს სერიოზული კამათის თემაა, თაღლითობით გაკეთებული კარიერაა. რამდენიმე ჟურნალისტი გახდა ასეთი ადამიანების მსხვერპლი.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები