გლდანში ორი მწვანესაფარიანი სტადიონის მოწყობა დასრულდა
გლდანის ხევის კოპუსი N6, მუხიანში-ავჭალა1 ლაგურაშვილის ქუჩაზე, N2 და 3 კორპუსების მიმდებარედ და ქერჩის ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში სტადიონები მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოეწყო – დაიგო ახალი ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ახალი მავთულ-ბადეები, კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი.
გლდანის რაიონის გამგეობამ სტადიონების რეაბილიტაციისთვის 140 000 ლარი გამოყო. სამუშაოები შ.პ.ს. „პარმამ“ შეასრულა.
2015 წლის პირველ ნახევარში რაიონის ტერიტორიაზე შვიდ მწვანესაფარიან მოედანს აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაუტარდა. მიმდინარე წლის დასრულებამდე დაგეგმილია კიდევ 3 ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა-რეაბილიტაცია.
შესრულებული სამუშაოები მოინახულეს გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა. ახალი სტადიონები საფეხბურთო მატჩით გახსნა სტადიონის მიმდებარე კორპუსში მცხოვრებმა მოზარდებმა.
გამარჯვებული გუნდები გამგებელმა თასითა და ბურთებით დაასაჩუქრა. გლდანის რაიონში, 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებებით, წლის ბოლომდე, 13 თანამედროვე სტანდარტული ტიპის სტადიონი მოეწყობა, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 650 000 ლარია გამოყოფილი.
„ჩვენ გლდანის რაიონში ვგეგმავთ ჩოგბურთის, ფრენბურთისა და კალათბურთის მოედნების გაკეთებას ცალკე სივრცეში. ახალგაზრდობას ექნება შესაძლებლობა სპორტული და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ“, – აღნიშნა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.