“მახათას მთაზე აშენდება ტაძარი, რომელიც პატრიარქს მისი აღსაყდრების 40 წლისთავზე საჩუქრად გადაეცემა“
საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის თქმით, ტაძარი, რომელიც მახათას მთაზე აშენდება, პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის საიუბილეოდ გადაეცემა. “მახათას მთაზე ისტორიული რამ ხდება. ამობრძანდება უწმინდესი და აკურთხებს ჯვარს. მრევლს მთელი ღამე ექნება საშუალება, რომ მოვიდეს. აშენდება ტაძარი და პატრიაქრს გადაეცემა საჩუქრად მისი აღსაყდრების 40 წლისთავზე. ეს იქნება 2017 წლის 25 დეკემბერს”,-განაცხადა ბურჭულაძემ
ილია მეორემ დღეს, მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის გუმბათის ჯვარი უნდა აკრუთხოს. კურთხევის შემდეგ მსურველებს ჯვრის მოლოცვა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ. ხოლო 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე ჯვარი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე აღიმართება.