გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი სტრასბურგში გაემგზავრა. პაპუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გამართავს შეხვედრებს. მისი თქმით, ვიზიტი დიდი ხნის წინ დაიგეგმა, მაგრამ შეხვედრების დროს ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც განიხილავენ. სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ მათი გადაწყვეტილება უგულავასთან მიმართებაში საერთაშორისო საზოგადოებამ დადებითად შეაფასა.
„ადრე გვქონდა ეს ვიზიტი დაგეგმილი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არის ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოს კონფერენციის თავმჯდომარე, ყველა საკონსტიტუციო სასამართლოს კოორდინაციას ჩვენ ვუწევთ. სამწუხაროდ, ამ ნეგატიური მოვლენების განვითარების ფონზე გვერდს ვერ ავუვლით ამ საკითხებს და მოგვიწევს საქართველოში მიმდინარე რთულ პროცესებზეც საუბარი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები