როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში
მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
ხვალ, 21 სექტემბერს, დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოსა და თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა იქნება: ბარში- 32-37 გრადუსი, მთაში- 29-34, მაღალ მთაში- 24-29 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 26-31 გრადუსი, მთაში- 24-29 გრადუსი, მაღალ მთაში- 21-26 გრადუსი. თბილისში დღისით- 29 , ღამით – 15 გრადუსი.
22 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექი, აღმოსავლეთ საქართველოსა და დედაქალაქში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 31-36 გრადუსი, მთაში- 29-34 გრადუსი, მაღალ მთაში კი – 22-27 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 27-32 გრადუსი, მთაში- 24-29 გრადუსი, მაღალ მთაში- 22-27 გრადუსი. თბილისში- დღისით 30, ღამით კი – 15 გრადუსი.
23 სექტემბერს სინოპტიკოსები ასევე უნალექო ამინდს პროგნოზირებენ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
დასავლეთ საქართველოს ბარში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 33-38 გრადუსი, მთაში- 31-36 გრადუსი, მაღალ მთაში- 25-30 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში: ბარში- 28-33 გრადუსი, მთაში- 25-30 გრადუსი, მაღალ მთაში კი- 22-27 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა იქნება: დღისით- 31, ღამით კი – 16 გრადუსი.