გიგი უგულავა ბადრაგმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბადრაგმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანა. უგულავა ბადრაგს სასამართლოს ფოიეში ელოდებოდა.
თბილისის ყოფილი მერი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს, საიდანაც ის გუშინ, 15-თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმეზე თბილისის ყოფილ მერის, გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, დავით კეზერაშვილი კი გაამართლა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის გათვალისწინებით, გიგი უგულავას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა.