საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პოსტზე კოტე სულამანიძეს მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის პოსტზე წარდგენილ კოტე სულამანიძეს მოუსმინა და მხარი დაუჭირა.
სააგენტოს უფროსის კანდიდატურა სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ, საბჭოსთან შეთანხმებით წარადგინა.
დღეს პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი სააგენტოს საბჭოს ოთხი წევრი დაამტკიცა, ხოლო საბჭომ მისი შემადგენლობიდან ხელმძღვანელად ირაკლი კოვზანაძე აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები