გიგლა აგულაშვილი: საფუძველი არ მაქვს, ეჭვი გამოვთქვა ამ გადაწყვეტილების უკანონობაზე

გიგი უგულავას გათავისუფლების გადაწყვეტილება გარემოს დაცვის მინისტრმა შეაფასა. გიგლა აგულაშვილის თქმით, მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა სწორედ უგულავას გათავისუფლება, ანუ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა. შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რაიმე ეჭი გამოვთქვა ამ გადაწყვეტილების უკანონობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბრალეულობის საკითხს, მასზე სასამართლო კიდევ იმსჯელებს, ოღონდ უკვე კანონით დადგენილ ჩარჩოებში. ამ ტიპის გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ არ ხდება იმიტომ, რომ კანონში თუ რომელიმე გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს, სიტყვა დაუყოვნებლივ მითითებულიც არის. ამ შემთხვევაში, პროცედურები უნდა ყოფილიყო დაცული“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები