საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება 70 ლარადაა შესაძლებელი
21 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად 70 ლარად იქნება შესაძლებელი.
ქართული ბიომეტრიული პასპორტი გაყალბებისაგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე გაიცემა. აქცია 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. აქციით ისარგებლებს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ქვეყნის ყველა მოქალაქე.