ზვიად სიჭინავა: ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემ მიერ გამოთქმული ფრაზების გამო

ზვიად სიჭინავა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. “კვირა” სიჭინავას განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში, ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის საფლავზე იმ ისტორიული თასების მიტანა, რომელიც მას სპორტული კარიერის დროს ჰქონდა მოპოვებული, რაც მხოლოდ ახლა შევძელით. ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩავედი სოხუმში, სადაც ჩემი მეუღლის ნათესავებსა და ძველ მეგობრებს შევხვდი. აღნიშნული ვიდეო სწორედ მათთან შეხვედრას ასახავს. მსურს განვმარტო, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ყოველთვის აღვნიშნავდი, ვაღიარებდი და ახლაც ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი და სამაჩაბლო.cms-image-000037338
ჩემი პროფესიული კარიერის და ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობის დროს არაერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია როგორც საერთაშორისო ტრიბუნაზე, ისე ქართულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზურ და ოსურ გუნდებთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არალეგიტიმურ ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია და მიმაჩნია, რომ ეს ორივე რეგიონი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ისტორიული ტერიტორიებია.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემ მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ, ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა, რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს.
პატივისცემით, ზვიად სიჭინავა”,- წერს სიჭინავა.
სოციალურ ქსელში ფეისბუქმომხმარებელმა ლიკა გვარამიამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას სკანდალური ვიდეო გაავრცელა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ერთ–ერთ ოჯახშია გადაღებული. ვიდეოში ზვიად სიჭინავა რუსულ ენაზე სადღეგრძელოს ამბობს და ის აფხაზეთს, როგორც ქვეყანას, ხოლო სოხუმს, აფხაზეთის დედაქალაქად მოიხსენიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები