„ნაციონალური მოძრაობის წევრები“ ე.წ. მატროსოვის ციხესთან გიგი უგულავას გათავისუფლებას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიგი უგულავას მხარდამჭერები ე.წ. მატროსოვის ციხესთან არიან შეკრებილები. ისინი უგულავას გათავისუფლებას ითხოვენ.
უგულავას ადვოკატებს ე.წ. მატროსოვის ციხეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება სურდათ, თუმცა ადვოკატების განმარტებით, დაწესებულების წარმომადგენლები მათ ეუბნებიან, რომ კანცელარია დაკეტილია და თავად საბუთების მიღების უფლება არ აქვთ.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების წუთიდან უკანონო პატიმარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები