საკრებულო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მათი რეგისტრაციისკენ მოუწოდებს- რეგისტრაცია ბინაზე გამოძახებით უსასყიდლოდ მოხდება

თბილისის ტერიორიაზე ძაღლებისა და კატების მოვლა პატრონობის წესის შესაბამისად მეპატრონეებმა სავალდებულო რეგისტრაცია უნდა განხოციელონ,- ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესლუბში საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა ისაუბრა. ბუხრაშვილის განმარტებით, რეგისტრაცია სავალდებულო პროცესია და ის შინაურ ცხოველებს უსაყიდლოდ ჩაუტარდებათ.
„ 8 ოქტომბრამდე ბინაზე გამოძახებით, ცხოველების უფასო რეგისტრაცია ხორციელდება. მოქალაქეებმა უნდა დარეკონ 112 -ში გამოიძახონ და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მივლენ და იქვე მოახდენენ ცხოველის რეგისტრაციას. რეგისტრაციის დროს მხოლოდ საბუთის გაფორმება ხდება, რაც შეეხება ჩიპირებას და „დათაგვას“ ეს დამოკიდებულია მეპატრონეზე თუ რომელს გაუკეთებს. არამხოლოდ სააგენტო არამედ 37 კერძო სუბიექტი მათ შორის კლინიკები, კინოლოგიური და ფენინოლოგიური ორგანიზაციები არიან დარეგისტრირებულები რომელბიც თავის მხრივ ძაღლებისა და კატების რეგისტარციას ახდენენ. მინდა მოვუწოდო შინაური ცხოველების მფლობელ ყველა მეპატრონეს რომ აუცილებლად ჩაერთონ აქციაში რადგან რეგისტრაცია სავალდებულოა“-განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ მეპატრონემ მისი შინაური ცხოველი არ დაარეგისტრირა, ბუხრაშვილის განცხადებით, მეპატრონეს გარკვეული სნქციები დაუწესდება, თუმცა ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერია მუშაობს და ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის ის თუ კონკრეტულად რა ტიპის სანქცია ან ჯარიმა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები