გიორგი ვოლსკი უგულავას საქმეზე: ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელშიც პაპუაშვილი, როგორც მხარე, არ უნდა ერეოდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის შეფასებით, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის პოზიცია საკმაოდ შეუსაბამოა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პაპუაშვილი, როგორც მხარე, არ უნდა ერეოდეს აღნიშნულ საქმეში. მისივე თქმით, მოსამართლე მერაბ ტურავა არ არის ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას დაემალება.
„ტურავა არ არის ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას დაემალება. მითუმეტეს, გადაწყვეტილება ამ თემაზე მიღებულია. შეიძლება რაღაც არგუმენტირებული და განსხვავებული აზრები გააჩნდეს მოსამართლეებს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელშიც პაპუაშვილი, როგორც მხარე, არ უნდა ერეოდეს. ჩემი აზრით, პაპუაშვილის პოზიცია საკმაოდ შეუსაბამოა ნეიტრალურობის აუცილებლობასთან და თავმჯდომარისა და მოსამართლის ღირსების დაცვის საკითხებთან მიმართებაში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინ უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება გიგი უგულავას 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთი წევრი მერაბ ტურავა სასამართლოში არ მივიდა. მიზეზად მისი ავადმყოფობა დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები