პარლამენტში უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტში აგრარული და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა.
სხდომის განმავლობაში დეპუტატები მმართველი გუნდიდან და უმცირესობიდან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კამათში ჩაერთნენ თავად კახეთიდან ჩამოსული გლეხები, რომლებიც სიტყვით გამოსვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ მათ აინტერესებთ კონკრეტული პასუხი ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით. სხდომის ხელმძღვანელი, ზურაბ ტყემალაძე, იძულებული გახდა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შესვენება გამოეცხადებინა.
ზურაბ ტყემალაძემ მანდატურებს მოუწოდა, სერგო რატიანი გაეყვანათ. თუმცა, რატიანმა სხდომათა დარბაზი არ დატოვა. ამის შემდეგ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.