გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, ისაუბრეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე.
“საუბრისას მხარეებმა აგრეთვე ყურადღება დაუთმეს რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის თემებს, მიმოიხილეს გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სხდომაზე საქართველოს მხარის მონაწილეობის საკითხი.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა თბილისის “აბრეშუმის გზის” ფორუმის ჩატარების მნიშვნელობა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერშია დაგეგმილი”, – აცხადებენ სამინისტროში. მათივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები