ვაზისუბანში „დანკინ დონატსის“ ახალი რესტორანი გაიხსნა

თბილისში, ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონში მდებარე „სმარტის“ სავაჭრო ცენტრში „დანკინ დონატსის“ ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი ფილიალის გახსნას, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრო.
„დანკინ დონატსის“ მეცამეტე რესტორანი თბილისის მერის მოადგილემ, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტთან სოსო ფხაკაძესთან და „დანკინ’ დონატსის“ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მენეჯერთან, ჯონ როლოსთან ერთად, გახსნა.
„მინდა მივულოცო ვაზისუბნის მოსახლეობას „დანკინ დონატსის“ რესტორანის გახსნა. მათ აქვთ საშუალება, რომ ეს არაჩვეულებრივი ბრენდი დააგემოვნონ. კომპანიის მხრიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეკონომიკაში და ეს არის კიდევ უფრო მეტი დასაქმებული ადამიანი. მინდა კომპანიას მივულოცო ახალი რესტორნის გახსნა და კიდევ უფრო განვითარება ვუსურვო“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. დღესდღეობით უკვე თბილისსა და რეგიონებში 13 რესტორანია გახსნილი. 2015 წლის ბოლომდე „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში კიდევ 7 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის და 200-მდე ადამიანს დაასაქმებს.
„ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია და, ამავდროულად, საამაყო ის, რომ 3 -წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შევძელით ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და ლეგენდარული ბრენდის „დანკინ დონატსის“ საქართველოში შემოყვანა. ძალიან მოკლე დროში „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები ყველასათვის საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა და მოხარული ვართ, რომ უკვე ვაზისუბნის მოსახლეობასაც ექნება შესაძლებლობა, მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად, უკვე ძალიან პოპულარული “დანკინ დონატსის” სენდვიჩები დააგემოვნონ, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევა”, – განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები