ანსამბლი „აღსავალი“ ეგვიპტეში ტურნეს – „ჩვენი ხმა მსოფლიოს მშვიდობას” გამართავს
ფოლკლორული ანსამბლი „აღსავალი“ 19 სექტემბერს მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეგვიპტეში მიემგზავრება.
ანსამბლმა ტურნეს „ჩვენი ხმა მსოფლიოს მშვიდობას”, – ასე უწოდა.
ფესტივალის მიზანია მსოფლიოში ერებს შორის მშვიდობა, თანსასწორობა და ურთიერთპატივისცემა, რაც გამოხატულია თავისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენით. სწორედ ამიტომ უწოდა ანსამბლმა ტურნეს „ჩვენი ხმა მსოფლიოს მშვიდობას”.
გარდა ამისა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (“Declaration on the Right of Peoples to Peace”) აღნიშნავს 30 წლისთავს, რომლის წლევანდელი მიზანია სწორედ ხალხთა შორის მშვიდობა.
ფესტივალი ხორციელდება ეგვიპტის კულტურის სამინისტროსა და კულტურის განვითარების ხელშეწყობით.
ანსამბლი „აღსავალი” 2006 წელს შეიქმნა. გუნდის მიზანია, ქართული საეკლესიო და ფოლკლორული მუსიკის აღდგენა – პოპულარიზაცია. ამ მიზნით „აღსავალი” ახორციელებს მრავალ პროექტს. გუნდი ინტენსიურად მუშაობს CD-ალბომების გამოცემაზე და სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალში მონაწილეობს.
2008- წლიდან „აღსავალი” არის ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდი. 2015 წელს მემორანდუმის საფუძველზე, გახდა ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მეგობარი, სწორედ მემორანდუმის საფუძველზე მიემგზავრება გუნდი ფესტივალზე.