გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ილირ მეტასს შეხვდა.
შეხვდრაზე, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს. ასევე საქართველოსა და ალბანეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერპექტივაზე იმსჯელეს.
შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები.
ასევე ხაზი გაესვა ნატოსა და საქართველოს შორის არსებითი პაკეტისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.
ქვეყნის პირველმა პირმა ილირ მეტასს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.