ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა მოტორიზებული პატრული განახორციელეს

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებული III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის გაძლიერებული ასეულის ქართველმა სამხედროებმა მოტორიზებული პატრული განახორციელეს.
ქართულმა ქვედანაყოფმა პატრულირება ბალხის პროვინციაში, ქალაქ მაზარ-ი-შარიფში და მის მიმდებარე სოფლებში ჩაატარეს.
მოტორიზებულ პატრულში ქართული ასეულის პირველმა ოცეულმა მიიღო მონაწილეობა. პატრულირება ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ოთხი გერმანული ჯავშანმანქანა, „დინგო“ იყო ჩართული.
ქართული ასეულის პატრულირების მთავარი მიზანი, “მარმალის” ბაზის დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო რაიონის კონტროლი და ძალის დემონსტრირებაა.
III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული მაზარ-ი-შარიფში მდებარე „მარმალის“ ბაზაზე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ასრულებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული ასეულის მთავარი ამოცანა სწრაფი რეაგირება და ოპერაციის რაიონის კონტროლია.

11825796_1058831150816293_563881794027312097_n 11990467_1058831117482963_5326375080529453320_n 11998848_1058831064149635_7586349848720286852_n 12003007_1058831174149624_3542434665585082073_n 12004049_1058831194149622_8621302852495445739_n 12004944_1058831130816295_1070942648478934907_n 12006118_1058831070816301_1702772170284251847_n 12011180_1058831154149626_4162712545992918866_n 12027519_1058831067482968_4060157329802991227_n 12027572_1058831247482950_928398012283306790_n 12032012_1058831210816287_7615135546342939439_n                                                             12036726_1058831274149614_1505817958419146433_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები