ბათუმში მე-6 სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა – ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

ბათუმში, აკვაპარკთან, უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის მე – 6 სართულის ფანჯრიდან ერთი წლისა და შვიდი თვის ბავშვი გადმოვარდა.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა ბავშვის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები