ლეგენდარული ფოტორეპორტიორების ფოტოალბომების პრეზენტაცია გაიმართება
5 მარტს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ლეგენდარული ფოტორეპორტიორების ფოტოალბომების პრეზენტაცია გაიმართება. ინფორმაციას ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე გიორგი მამაცაშვილი ავრცელებს.
„საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ინიციატივითა და ეგიდით, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ჩვენი გულიანი გარჯის შედეგად გამოცემული ფოტოალბომების პრეზენტაციაზე გელით ლამაზი საღამო კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად და ფინალურ აკორდად – დაჯილდოების ცერემონიალი…
ბადრი ვადაჭკორია…
დემიკო ლოლაძე…
ჯემალ კასრაძე…
ალექსანდრე კოტორაშვილი…
საჩუქრად წიგნები ავტორთა ავტოგრაფებით…
წიგნების ტირაჟი შეზღუდულია…
პრეზენტაცია მხოლოდ ერთხელ იმართება…
ავტორებად ლეგენდარული ფოტოხელოვანები შეგხვდებიან“, – წერს გიორგი მამაცაშვილი.