საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას
საქართველოს კულტურის სამინისტრო აცხადებს რეგიონული თეატრალური ფესტივალების საკონკურსო განაცხადების მიღებას.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია:
საქართველოში თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა;
რეგიონებში თანამედროვე ქართული თეატრის პოპულარიზაცია;
თეატრების გააქტიურება და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება;
მაყურებლის ჩართულობისა და კულტურაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
ფესტივალი უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
განაცხადები მიიღება ქართულ ენაზე: მატერიალური სახით – ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4, ელექტრონულად – info@culture.gov.ge
განაცხადები მიიღება 2 აპრილის ჩათვლით.
ვრცლად კონკურსის შესახებ იხილეთ:
https://culture.gov.ge/konkursebi/kulturis-saministro-regionuli-teatraluri-pestivalebis-konkurss-atskhadebs?fbclid=IwY2xjawQUELdleHRuA2FlbQIxMABicmlkETFkVjdsRkM3ZkFQdGdzeGZzc3J0YwZhcHBfaWQQMjIyMDM5MTc4ODIwMDg5MgABHsSpUz2gDUA30351l3AvwmUttNrvTj0tKXYTgMwMBz9H9UswvF7fBys472Wx_aem__vETBFABH_T8UFVujS8rpg