მარიამ ლაშხი: ჩვენი ვიზიტის და პირველივე შეხვედრის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაზეც არის ჩვენი მმართველობა დამყარებული

ჩვენი ვიზიტის და პირველივე შეხვედრის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაზეც არის ჩვენი მმართველობა დამყარებული, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისი თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა აშშ-ის სენატორისგან გზავნილებიც მიიღეს.

„ძირითადი გზავნილები მივიღეთ აშშ-ის სენატორისგან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები