ტრამპი: ირანის რეჟიმი ბოროტია, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, აუცილებლად გამოიყენებდნენ

ისინი უბრალოდ ბოროტები არიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე ირანის შესახებ განაცხადა.

„საქმე პოლიტიკაში არ არის, ეს მათი მთელი ფილოსოფიაა, ეს საშინელებაა. ეს უბრალოდ ძალიან ბოროტი იდეოლოგიაა და არავის უნახავს მსგავსი რამ.

მათ დაარტყეს კატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთს, ომანს. ისინი მოლაპარაკებებში გვეხმარებოდნენ, ყველას დაარტყეს.

ეს ხალხი გიჟია და მათ რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, აუცილებლად გამოიყენებდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები