ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ესპანეთთან სავაჭრო კავშირს წყვეტს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყოველგვარ სავაჭრო კავშირს შეწყვეტს.
შესაბამისი გადაწყვეტილება ტრამპმა მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთმა უარი თქვა თავისი სამხედრო ბაზების დათმობაზე აშშ-ის იმ ოპერაციებისთვის, რომლებიც ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშებს უკავშირდება.
„ესპანეთი საშინელი იყო“, – განუცხადა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ მან ხაზინის მდივან სკოტ ბესენტს უთხრა, რომ ესპანეთთან „ყველა სახის ურთიერთობა შეეწყვიტა“.
„ჩვენ ვაპირებთ შევწყვიტოთ ყველანაირი ვაჭრობა ესპანეთთან. ჩვენ არ გვინდა არაფერი საერთო გვქონდეს ესპანეთთან“, – დასძინა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.