ტრამპი: ირანს კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღება ეწურება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიარაღება ეწურება და ქვეყნის მმართველი მზად არის რეჟიმის ზოგიერთ გადარჩენილ წევრთან ითანამშრომლოს.
POLITICO-სთან სატელეფონო საუბარში ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანის სამხედრო პოტენციალი სტაბილურად უარესდება, მიუხედავად ამისა, ირანის ძალებისგან მოსალოდნელია, რომ „გარკვეული დროის განმავლობაში რაკეტების სროლას გააგრძელებენ“.
„გამშვები დანადგარები ეწურებათ, რადგან მათი განადგურება მოხდა. ჩვენ უსაზღვრო რაოდენობის საბრძოლო მასალა გვაქვს. ჩვენი თავდაცვის კომპანიები მათ სწრაფად აწარმოებენ“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.