მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ისრაელის წინააღმდეგ რაკეტებითა და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო.
ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ ირანში მდებარე ობიექტზე იერიში მიიტანეს, რომელიც ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოიყენებოდა.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ირანზე თავდასხმის დაწყების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი აშშ-სა და ისრაელის მხრიდან ქვეყნის ბირთვული იარაღის შექმნის უნართან დაკავშირებული გრძელვადიანი შეშფოთება იყო.