დუბაიში, აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს, ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა
დუბაიში, აშშ-ის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ირანული დრონი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლების განცხადებით, დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.