„ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიგიტაცია“- კონფერენცია გაიმართა
სასტუმრო „ვერე პალასში“ კონფერენცია – „ქარსაცავი ზოლების გაშენება ჭიათურაში, კლიმატის ცვლილების მიგიტაცია“ – გაიმართა.
პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, ჭიათურის მუნიციპალიტეტში 4500 ძირი ფიჭვისა და აკაციის ნერგი დაირგო.
პროექტში ჩართულ ადგილობრივ მოსახლეობას საგანმანათლებლო სემინარები ჩაუტარდა, ასევე მოეწყო ეკობანაკები.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (UNDP/GEF SGP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, პროექტის მთავარი მიზანია ქარსაცავი ზოლების შექმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საგზაო ტერიტორიებზე, რომლის განხორციელბაშიც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, „თსუ ეკოკლუბები“ მონაწილეობდნენ.
პროექტი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN) და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „გეო-ეკო ალიანსმა“ განახორციელა.