საქართველო-რუმინეთის ეკონომიკური კომისიის სხდომა ივლისში ჩატარდება

   2002 წლის შემდეგ რუმინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომა არ ჩატარებულა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და რუმინეთის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმდა, რომ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა ივლისში ჩატარდება.
“არის ძალიან საინტერესო სატრანსპორტო თანამშრომლობა. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ივლისში ჩატარდება ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა. 2002 წლის შემდეგ რუმინეთთან, რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, არ ჩატარებულა ორმხრივი ეკონომიკური კომისიის სხდომა, და ის ამ ზაფხულს გაიმართება. ამ სხდომასთან ერთად იქნება ერთობლივი ბიზნესფორმი, რუმინელი ბიზესმენების ქართველ ბიზნესმენებთან შეხვედრა. ჩვენ ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისათვის, რომ ეს ბიზნესფორუმი არ იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის და კონკრეტული შედეგებით დამთავრდეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები