მსოფლიოს პრესა თურქეთში, „იფექ მედია ჰოლდინგზე“ განხორციელებულ სპეცოპერაციას ეხმაურება

“იფექ მედია ჰოლდინგზე“ განხორციელებული სპეცოპერაცია, მსოფლიო მედიამ “ოპოზიციური პრესის“  მიმართ მზარდ ზეწოლად და მიმდინარე მოვლენების ბოლო ეტაპად შეაფასა.
ერდოღანს ყველა მედიასაშუალებების დამორჩილება სურს – ავსტრიის მაღალტირაჟიანმა გაზეთმა Die Presse-მა, თურქეთის მოვლენები თავის მკითხველებს სათაურით: „ერდოღანის მედიაზე ნადირობა” გააცნო.
“პროკურატურა გიულენის მიმართ სიმპატიის მქონე მედიაორგანიზაციებისა და ჰოლდინგების დარბევით ერდოღანს დახმარებას უწევს“,- ნათქვამია გაზეთში.
გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ის სტატიაში კი საუბარია იმის თაობაზე, რომ  ერდოღანის მთავრობა მათ მიმართ წაყენებული კორუფციულ  ბრალდებებზე სასამართლოში თავის გამართლების სანაცვლოდ   პოლიციასა და სასამართლოზე ნადირობას იწყებს.  უცხოურმა მედიამ სპეცოპერაცია ვრცლად გააშუქა და ხაზი გაუსვა იმას, რომ „ბუგუნის“ (Bugün) გაზეთში თურქეთიდან  ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-სათვის დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნების დღეს მედიაჰოლდინგზე სპეცოპერაცია განხორციელდა.
უცხოური პრესა თურქეთში მედიის დარბევას შემდეგი მასალით გამოეხმაურა:
პრესტიჟულმა ბრიტანულმა გაზეთმა სპეცოპერაცია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: “სპეცოპერაცია ერდოღანის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებზე“. გაზეთმა, პოლიციის მიერ “კოზა-იფექ“ ჰოლდინგზე განხორციელებული დარბევა, 1 ნოემბერს განმეორებით ჩასატარებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების გასაჩუმებლად განხორციელებულ სპეცოპერაციად მონათლა.”
გაზეთმა Times-მა კი ხაზი გაუსვა იმას, რომ “კოზა-იფექ ჰოლდინგში“ შემავალი მედიაორგანიზაციები, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიასა“  (AK Parti) და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ სირიის პოლიტიკას განსაკუთრებით აკრიტიკებდა.
კიდევ ერთმა ცნობილმა ბრიტანულმა გაზეთმა კი ორი ბრიტანელი ჟურნალისტის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ცნობილი “იფექ ჰოლდინგის” ანკარაში მყოფ ოფისებზე სპეცოპერაციის ჩატარებაზე გაამახვილა ყურადღება. “პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი „უფრო მეტი“ ჟურნალისტი, „ტერორისტობის“ ბრალდებით დააპატიმრეს”, –  სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში, 1 ნოემბერს ჩასატარებელი არჩევნების წინ თურქეთში პრესის თავისუფლების მიმართ მღელვარება ისევ დღის წესრიგში დადგა.
ავსტრიული გაზეთი წერს: „ერდოღანს ყველა მედიასაშუალების დამორჩილება სურს. პრეზიდენტი ნოემბერში ჩასატარებელი არჩევნების წინ მისთვის მიუღებელ მედიასაშუალებებზე ზეწოლას ახდენს” ,- ნათქვამია გაზეთში.
გერმანიის ყველაზე გავლენიან ყოველკვირეულ გაზეთ Die Zeit-ში ნათქვამია:  “იფექ მედია ჰოლდინგის” მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ წერს: “ოპოზიციური მედიასაშუალებები პოლიციამ დაარბია”. Die Zeit-ის შეფასებით, სპეცოპერაციის მიზანი არჩევნების წინ მედიასაშუალებების დაშინებაა.
“კოზა-იფექ ჰოლდინგზე” სპეცოპერაცია სიურპრიზი არ ყოფილა, – ასე შეაფასა მოვლენები Tageszeitung-მა. Twitter-ის ფენომენი ფუატ ავნი დიდი ხნის განმავლობაში წერდა იმის თაობაზე, რომ ერდოღანი ოპოზიციური მედიის გასაჩუმებლად სპეცოპერაციის მოწყობას აპირებსო. TAZ-მა, “ბუგუნის” გაზეთში გამოქვეყნებულ ISIS-ზე საბრძოლო მასალებით გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით სტატიასაც დაუთმო ადგილი.
400 ათას ტირაჟიანმა მემარჯვენე ფრანგულმა ჟურნალმა Le Point-მა სპეცოპერაცია  შეაფასა შემდეგი სათაურით: “ერდოღანის რეჟიმის მიერ მედიაზე კიდევ ერთი თავდასხმა”. ჟურნალში ნათქვამია:  “პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის რეჟიმმა არჩევნებამდე ორი თვით ადრე ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე თავდასხმით მედიის მიმართ ზეწოლა გაზარდა.“
საბერძნეთის პრესა: საბერძნეთის უმსხვილესი მედიაჯგუფის საინფორმაციო საიტმა In.gr-მ აღნიშნა, რომ „იფექ მედია ჯგუფზე“ განხორციელებულ სპეცოპერაციას, ამ ჯგუფში შემავალ “ბუგუნის” გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიასთან: „ISIS-ზე  იარაღის მიწოდება“  აქვს კავშირი. სახელმწიფო სატელევიზიო ERT არხის რადიო 1-მა სპეცოპერაციის გაშუქებას 10 წუთი დაუთმო. ERT არხის შეფასებით, ერდოღანის მიზნებიდან ერთ-ერთი შეიძლება არჩევნების გადადება იყოს. საბერძნეთის ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაცია მკაცრად გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები