საბერძნეთში დაკარგული 25 წლის როლანდ ჯინჭარაძე ნაპოვნია

საბერძნეთში გაუჩინარებული 25 წლის როლანდ ჯინჭარაძე ნაპოვნია – ამის შესახებ ჟურნალისტებს საბერძნეთში საქართველოს ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საქართველოს კონსული იმ საავადმყოფოში მიემგზავრება, რომელშიც ის ბადრაგმა გადაიყვანა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველანაირი ინციდენტი ამოწურულია და საკონსულო მის მშობლებთან კავშირშია.
25 წლის როლანდ ჯინჭარაძე სამი წლის წინ ქურდობისთვის საბერძნეთში დააკავეს. ის სასჯელს ათენში იხდიდა. 10 დღის წინ კი ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედის განცხადებით, შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ აღარ აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები