“ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება, ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერია “

„ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერი“ გახლავთ“, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში.
მისივე ინფორმაციით, ლევან ვასაძე ვლადიმერ პუტინის პროექტია და მან სპეციალურად შეარჩია ზღაპრული რაინდის იმიჯის მქონე პიროვნება. „ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსასვლელად სერიოზულად ემზადება. ეს სამზადისი მან დიდი ხნის წინ დაიწყო. ეს პერსონა პოპულისტური განცხადებებით, მოდური მანევრებით, ჰეროიკული გამოხტომებით, შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფით წლების მანძილზე ცდილობს საზოგადოების ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვებას. საქართველოს უახლოეს ისტორიაში ის კრემლის მიერ შემოგდებული „მესამე ჯოკერი“ გახლავთ. პირველი ასეთი – ცხონებული ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ, მეორე ბიძინა ვანიშვილია, მესამე კი, როგორც უკვე ვთქვი – ლევან ვასაძე. მას პუტინი აუცილებლად შესვამს თეთრ ცხენზე და ქვეყანაში, როგორც უკანასკნელ იმედს, ისე შემოიყვანს, ეს ადამიანი ისე კითხულობს ლექსს: „ჰეი, თქვენ არაგველებო“, რომ ქვის გული უნდა გქონდეს, რომ არ აგეტიროს. ასეთი ზღაპრული იმიჯის მქონე რაინდი პუტინმა სპეციალურად შეარჩია“, – ამბობს გოცირიძე „ახალ თაობასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები