ვახტანგ კაპანაძემ სამხედროებთან ერთად ტაქტიკურ გადაადგილებაში მიიღო მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედროებთან ერთად ტაქტიკურ გადაადგილებაში მიიღო მონაწილეობა.
10-კილომეტრიან ტაქტიკურ მარშში გენერალური შტაბის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა, სახმელეთო ჯარების, სპეციალური ოპერაციების ძალების, პირველი საარტილერიო ბრიგადისა და მეოთხე მექანიზებული ბრიგადის შტაბები მონაწილეობდნენ.
ტაქტიკური გადაადგილება სრული სამხედრო აღჭურვილობით ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადიდან სამხედრო პოლიგონის მიმართულებით შეასრულდა.
„ტაქტიკურ გადაადგილებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. როგორც შტაბმა, ასევე სამანევრო დანაყოფმა ერთდროული გადაადგილება უნდა შეძლონ, იყვნენ მზადყოფნაში. ამავე დროს, ამას აქვს თავის დამატებითი ფუნქცია – ჯარისკაცმა უნდა დაინახოს, რომ შტაბის ოფიცერი, რომელიც მასთან ერთად არის, ისეთივე წონით, ისეთივე შეიარაღებით გადის იგივე დატვირთვას, რასაც თვითონ. რა თქმა უნდა, ეს იქნება პერმანენტული ხასიათის, ცალ-ცალკე დეპარტამენტებს მსგავსი ვარჯიშები აქვთ, მაგრამ ასეთი, ჯართან ერთად, როგორც ავღნიშნე, იქნება პერმანენტული“, – აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

10474199_1050638844968857_6371473436796783818_n 10628444_1050639388302136_9192448113155388330_n 11218468_1050639408302134_103722340144947016_n 11218912_1050638581635550_9015794537072900813_n 11921652_1050639508302124_7902497666621428928_n 11923621_1050638848302190_316479027015292088_n 11944782_10204560286358759_640748785_n 11949331_1050638818302193_3075262977965942608_n 11951016_10204560273158429_246468828_n 11954716_1050639401635468_2814785051286186913_n 11960149_1050639511635457_5900532836044213202_n 11986932_1050639514968790_8001468432506542590_n 11988439_1050638574968884_2001851059675080281_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები