პარიზის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ინფორმაციით, ორი მათგანი მაშინ დაიღუპა, როდესაც გადარჩენის მიზნით ფანჯრიდან გადმოხტნენ. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. თავდაპირველად ცეცხლი პირველ სართულს გაუჩნდა და შემდეგ ის მთელ სახლს მოედო. ცეცხლის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები