ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს

ევროკავშირის ხელისუფლება 2016 წლის მარტის ბოლომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააგრძელებს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იუწყება.
„ეს სანქციები რუსეთის 200 მოქალაქისა და კომპანიის წინააღმდეგ გაგრძელდება. ამ გადაწყვეტილების მიზანია მოსკოვზე ზეწოლის შენარჩუნება და წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმებების მიღწევა“, – განუცხადეს გამოცემას ევროკავშირში.
სანქციების მოქმედება, რომლებიც რუსეთის 151 მოქალაქის, ასევე უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედი პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ იყო დაწესებული, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს იწურება.
სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ოთხშაბათს იქნება მიღებული, ხოლო სექტემბრის ბოლოს მას საგარეო საქმეთა მინისტრები დაამტკიცებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები