სააკაშვილი უკრაინის შემადგენლობიდან ოდესის გამოსვლას არ გამორიცხავს
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შემადგენლობიდან ოდესის გამოსვლას არ გამორიცხავს. მისი აზრით, ამ რეგიონში „დონბასის სიტუაცია მეორდება“.
„უკრაინის ბესარაბიის რეგიონი საკმაოდ არასტაბილურია, აქ შესაძლებელია რთულ პოლიტიკურ და სოციალურ სიტუაციაზე „თამაში“. რეგიონში დონბასის სიტუაცია მეორდება – უკრაინის ხელისფლება სუსტად არის წარმოდგენილი, უკრაინული მედია და ტელევიზია კი აქ პრაქტიკულად არ არსებობს. მაუწყებლობას რუსეთი ეწევა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თებერვალში სააკაშვილი რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლას აანონსებდა. მისი აზრით, რუსეთი კრასნოდარის, ყირიმის, ოდესის, ნიკოლაევის და მოლდავეთის გავლით დნესტრისპირეთში კორიდორის გაკეთებას ცდილობს.