კიევის საავადმყოფოში დაშავებული მესამე გვარდიელიც გარდაიცვალა
კეივში, უმაღლესი რადის შენობასთან ხელყუმბარის აფეთქების შედეგად უკვე სამი ადამიანია დაღუპული. უკრაინის დედაქალაქის საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი გვარდიელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა დაწერა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეგ ბოგომოლეცმაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ შეტაკებები უკრაინის უმაღლესი რადის შენობასთან ორშაბათს მოხდა. დაშავდა 141 ადამიანი, მათ შორის – 131 უკრაინელი სამართალდამცველია.