„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დამასკოს რამდენიმე რაიონი დაიკავეს

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ამბოხებულთა სხვა ქვედანაყოფებთან ბრძოლის შედეგად სირიის დედაქალაქ დამასკოს რამდენიმე რაიონი დიკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შორს შეაღწია ამ დაჯგუფებამ დამასკოს ცენტრის მიმართულებით. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ამჟამად ბრძოლა სირიის დედაქალაქის სამხრეთ რაიონებში მიმდინარეობს.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჯერჯერობით ჯიჰადისტები წინ იმის ხარჯზე მიიწევენ, რომ სხვა ამბოხებულების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს იკავებენ. იმ ტერიტორიების აღება, რომლებსაც სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები