უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვალერი ვოშევსკიმ თანამდებობა დატოვა
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ვალერი ვოშევსკიმ, რომელიც მთავრობაში „რადიკალური პარტიის“ კვოტით დაინიშნა, გადადგომის შესახებ განაცხადა.
„რადიკალური პარტიის“ ფრაქციამ მმართველი კოალიციიდან გასვლის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. ამ გადაწყვეტილებას ყველამ მხარი დაუჭირა და ამის შედეგად პარტიას მთავრობაში წარმომადგენელი აღარ ეყოლება. ჩემთან დაკავშირებით ეს ნიშნავს, რომ თანამდებობას ვტოვებ“, – განაცხადა ვოშევსკიმ.
თავის მხრივ, „რადიკალური პარტიის“ ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ განაცხადა, რომ ამ პარტიის წევრი სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ასევე თანამდებობას ტოვებს.