რომის პაპმა აბორტი ცოდვებიდან დროებით ამოიღო

რომის პაპმა ფრანცისკემ კათოლიკე მღვდლებს უფლება მისცა, აბორტის ცოდვა მიუტევონ. ამის შესახებ რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა წერილში დაწერა.
რომის პაპის ეს განკარგულება მომდევნო საიუბილეო, „წმინდა გულმოწყალების წლის“ განმავლობაში იმოქმედებს, რომელიც 2015 წლის 8 დეკემბერს დაიწყება და 2016 წლის 20 ნოემბერს დასრულდება.
წერილში რომის პაპი აღნიშნავს, თუ როგორი მორალური განცდის გადატანა უწევს ქალს, როდესაც ორსულობის შეწყვეტაზე მიდის. ფრანცისკე ამბობს, რომ მას მრავალი ქალი შეხვედრია, რომელიც ამ გადაწყვეტილების გამო „ცხოვრების ბოლომდე გულზე ნაიარევს ატარებს“.
საიუბილეო წმინდა წელს განსაკუთრებული ცოდვების მონანიებაა შესაძლებელი. პირველად საიუბილეო წელი 1300 წელს აღნიშნეს, ხოლო ბოლოს – 1999 წლის 25 დეკემბრიდან 2001 წლის 6 იანვრამდე. ბოლო საიუბილეო „წელი“ მესამე ათასწლეულის დადგომის გამო 2 წელს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები