არსენი იაცენიუკი – უკრაინის მიზანი ნატოში გაწევრიანებაა

უკრაინის საბოლოო მიზანი ნატოში გაწევრიანებაა და 2010 წელს მისი ბლოკგარეშე სტატუსის გამოცხადება დანაშულის ტოლფასი იყო. ეს განცხადება უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გააკეთა. მისი განცხადებით, სწორედ უკრაინის ნეიტრალიტეტის გამოცხადებამ დონბასში კონფლიქტი შესაძლებელი გახადა.
„სულ ორიოდე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ევროპის ცენტრში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს წამოიწყებდა. უკრაინის სტატუსთან დაკავშირებით არსებულმა ბუნდოვანებამ და მისი დაცვის კონკრეტული სისტემის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ რუსეთმა ყველა საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენცია განახორციელა, მოახდინა ყირიმის ანექსია“, – განაცხადა იაცენიუკმა.
„ჩვენი მიზანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება იმისთვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მსოფლიოს უძლიერესი უსაფრთხოების სისტემის ნაწილი გახდეს. ამ შემთხვევაში კი ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტის მიხედვით, ალიანსის ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმას ნიშნავს“, – ამბობს იაცენიუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები