17 წლის მოზარდი კომპიუტერთან 22-დღიანი თამაშის შედეგად გარდაიცვალა

ბაშკირეთში, 17 წლის მოზარდი 22 დღის განმავლობაში კომპიუტერთან პრაქტიკულად უწყვეტი თამაშის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა სვეტლანა აბრამოვამ განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით წინასაგამოძიებო შემოწმება მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ მოზარდი 8 აგვისტოდან ფეხის ტრავმის გამო სახლში იმყოფებოდა. ღამით ის კომპიუტერთან თამაშობდა. საერთო ჯამში, ამ ადამიანმა 2014 წლიდან კომპიუტერთან თამაშში 2000-ზე მეტი საათი გაატარა.
30 აგვისტოს თამაშის დროს ბიჭმა გონება დაკარგა და ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა. საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, სახლში მშობლების არყოფნის პერიოდში ბავშვი ონლაინთამაშებით ერთობოდა და ეკრანს მხოლოდ ძილის დროს წყდებოდა. მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაა დანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები