ბარაკ ობამა გუანტანამოს ციხის დახურვის სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბაში, გუანტანამოს ციხის დახურვის ვარიანტების „ფართო სპექტრს“ განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისი თქმით, საუკეთესო ვარიანტი პატიმრების გადაადგილების გეგმა იქნებოდა, რომელსაც აშშ-ს კონგრესიც მხარს დაუჭერდა. ამასთანავე, ექსპერტების განცხადებით, კონგრესის თანხმობის მიღება საკმაოდ პრობლემატური იქნება, ვინაიდან მანამდე ზოგიერთი კონგრესმენი აშშ-ს ტერიტორიაზე გუანტანამოს პატიმრების გადაყვანას ეწინააღმდეგებოდა. დღეისათვის გუანტანამოში 116 პატიმარი იმყოფება. ბარაკ ობამამ რამდენჯერმე განაცხადა, მათ შორის წინასაარჩევნო პროგრამაში, რომ ამ ციხეს დახურავს, თუმცა მას ეს ჯერ არ გამოუვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები