უნგრეთის ხელისუფლებამ ბუდაპეშტის რკინიგზის სადგური დახურა

უნგრეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სარკინიგზო მიმოსვლა შეაჩერა. დახურულია ბუდაპეშტის რკინიგზის სადგური. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ მიგრანტების ნაკადის გამო მიიღო, რომლებიც უნგრეთის გავლით ავსტრიასა და გერმანიაში მიემგზავრებიან. პოლიციამ რკინიგზის სადგურს ალყა შემოარტყა და მგზავრებს მისი დატოვება უბრძანა. Sky News-ის ინფორმაციით, სადგურთან ასობით მიგრანტი შეიკრიბა, რომლებსაც გზის გაგრძელება სურთ.
მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში უნგრეთიდან ავსტრიაში 3,6 ათასი მიგრანტი ჩავიდა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან გამოიქცნენ. მათმა უმეტესობამ ავსტრია უკვე დატოვა, ვინაიდან ამ ადამიანების საბოლოო მიზანი გერმანიაში მოხვედრაა.
მიგრაციული კრიზისი ევროპაში ბოლო დროს ძალზე მწვავე პრობლემა გახდა. ყოველდღიურად ევროპის სახელმწიფოებში, ძირითადად – ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, ათასობით მიგრანტი ჩადის. ისინი შეიარაღებულ დაპირისპირებას და არასტაბილურობას გაურბიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები