ბესლანის ტერაქტიდან 11 წელი გავიდა

ბესლანში ტერორისტული თავდასხმიდან მე-11 წლისთავთან დაკავშირებით სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა, რომელთაც 1500-დე ადამიანი დაესწრო. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
9.15 – სწორედ ის დროა, როდესაც 11 წლის წინ, სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს ბესლანის №1 სკოლაში ტერორისტებმა ბავშვები და მასწავლებლები მძევლად აიყვანეს. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებების მონაწილეები სკოლის სპორტულ დარბაზში მივიდნენ, სადაც თავის დროზე ტერორისტებს მძევლები ჰყავდათ დაკავებულები. მათ დანგრეული დარბაზის კედლებზე ჩამოკიდებული დაღუპული ადამიანების ფოტოებთან ყვავილები მიიტანეს.
ბესლანის №1 საშუალო სკოლაში ტერორისტები 2004 წლის 1-ელ სექტემბერს შეიჭრნენ, მათ მძევლად 1 ათას 200 ადამიანი  – ძირითადად, ბავშვები აიყვანეს. მოგვიანებით რუსეთის სპეცრაზმებმა მძევლების გათავისუფლება შტურმით სცადეს. აფეთქების, სროლის და ხანძრის შედეგად, საერთო ჯამში, 334 ადამიანი, მათ შორის 180 ბავშვი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები